logo
ENG



ჯაფარასთან ბარში შრომის ინსპექცია და პოლიცია მივიდა [ვიდეო]

14 თებ 202100:19
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარასთან ბარში შრომის ინსპექცია და პოლიცია მივიდა [ვიდეო]
ფოტო: ვახო ქარელი

პარტია გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში ჯაფარასთან შრომის ინსპექცია და საპატრულო პოლიცია მივიდა. 

ბარი დღეს, 19:00 საათზე, დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა და მისი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენაა მიმართული.  

"აქედან რაიმე საჩივარი არ გასულა, რომ ვინმეს რამე უფლება შეელახა. რატომ მოვიდნენ არ ვიცი. გასაგებია, რომ მათ აქვთ დავალებული, რომ ყველა ბიზნესი დასაჯონ და გააჩერონ. ეს სტრუქტურა, ბოლო თვეები დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს აკარგინებს შემოსავალს და სამსახურებს, ხურავს ბიზნესს და უხარია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

 


close დახურვა